გაიცანით ქართველი გოგო, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით მიიღეს - "თავიდან გამიჭირდა გააზრება, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა

18 декабрь 2018
в закладки
Описание Комментарии
სოფო კევ­ლიშ­ვი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბით ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბა­ში და­ინ­ტე­რეს­და და ფიქ­რობს, რომ სფე­რო­სად­მი მის­წრა­ფე­ბა შე­საძ­ლოა, იმი­თაც იყოს გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, რომ მა­თე­მა­ტი­კო­სე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და და მის ირ­გვლივ თით­ქმის ყვე­ლა მეც­ნი­ე­რია. ახლა უკვე 17 წლი­საა, გივი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ამე­რი­კულ აკა­დე­მი­ა­ში და­მამ­თავ­რე­ბელ კლას­ში სწავ­ლობს და სა­კუ­თარ მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა მხო­ლოდ ნა­თე­ლი წარ­მოდ­გე­ნა, არა­მედ კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გე­ბიც აქვს.
რამ­დე­ნი­მე დღის წინ გამ­თე­ნი­ი­სას ელექტრო­ნუ­ლი წე­რი­ლი მი­ი­ღო, რო­მელ­შიც ამე­რი­კა­ში მდე­ბა­რე კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია ატყო­ბი­ნებ­და, რომ ბიო-სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ჟი­ნე­რი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე მი­ი­ღეს და თა­ნაც სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით.
"ძა­ლი­ან აღელ­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. ვი­ცო­დი, რომ გამ­თე­ნი­ის 4 სა­ათ­ზე ჩა­მო­ვი­დო­და და ვე­რაფ­რით და­ვი­ძი­ნე. ბო­ლომ­დე ვე­ლო­დე­ბო­დი. რამ­დე­ნად გა­მი­ხარ­და ეგ რთუ­ლი სათ­ქმე­ლია. თა­ვი­დან ცოტა გა­მი­ჭირ­და გა­აზ­რე­ბა, რომ ეს ჩემს თავს ხდე­ბო­და" - იხ­სე­ნებს სოფო კევ­ლიშ­ვი­ლი გან­ცდე­ბით სავ­სე ღა­მეს Ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში.
თა­ნა­ტო­ლე­ბის­თვის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბი­სას სოფო ამ­ბობს, რომ კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­ბუ­თე­ბის გაგ­ზავ­ნა ყვე­ლას შე­უძ­ლია, მაგ­რამ გარ­კვე­ულ კრი­ტე­რი­უ­მებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ. მა­გა­ლი­თად, სკო­ლა­ში კარ­გი ქუ­ლე­ბი ჰყავ­დეს და მი­სა­ღე­ბი გა­მოც­და კარ­გად და­წე­როს.
"ზო­გა­დად ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს სტუ­დენ­ტის მი­ღე­ბის კომ­პლექ­სუ­რი სის­ტე­მა აქვთ. არის SAT-ის გა­მოც­დე­ბი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ვა­ბა­როთ და რა თქმა უნდა, რაც შე­იძ­ლე­ბა მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბი უნდა ავი­ღოთ. ეს გა­მოც­და უნა­რებს გავს, მაგ­რამ მთლად უნა­რე­ბის გა­მოც­დე­ბი არ არის. არის ზო­გა­დი ტეს­ტი, რო­მელ­შიც შე­დის ინ­გლი­სუ­რი და მა­თე­მა­ტი­კა, არის კი­დევ საგ­ნობ­რი­ვი ტეს­ტი, სა­დაც შე­დის უშუ­ა­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი საგ­ნე­ბი. მა­გა­ლი­თად, მე ჩა­ვა­ბა­რე ბი­ო­ლო­გია, ქი­მია, მა­თე­მა­ტი­კა და ლა­თი­ნუ­რი ენა. რე­ა­ლუ­რად, 2-3 სა­განს ითხო­ვენ ხოლ­მე, მაგ­რამ მე გა­დავ­წყვი­ტე ცოტა მეტი ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა" - ამ­ბობს სოფო.
თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი გა­მოც­დე­ბით არ სრულ­დე­ბა, ამას მოყ­ვე­ბა ორი თე­მის და­წე­რა, რო­მელ­თა­გან ერთ-ერ­თში სა­კუ­თა­რი თავი უნდა და­ა­ხა­სი­ა­თო, მე­ო­რე­ში კი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კი­თხვებს უპა­სუ­ხო. ასე­ვე უნდა და­წე­რო სა­მო­ტი­ვა­ციო წე­რი­ლი, სკო­ლამ კი სხვა­დას­ხვა სა­გან­ში მი­ღე­ბუ­ლი ნიშ­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია უნდა გაგ­ზავ­ნოს. კომ­პლექ­სუ­რი სის­ტე­მის ბოლო ეტა­პი გა­სა­უბ­რე­ბაა, რო­მელ­საც სო­ფოს გან­მარ­ტე­ბით ყო­ველ­თვის არ ნიშ­ნა­ვენ.
"მე მო­მი­წია ინ­ტერ­ვი­უს გავ­ლაც, რომ­ლის დრო­საც კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურსდამ­თავ­რე­ბულს ვე­სა­უბ­რე. ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იკ­რი­ბა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში მო­მი­ვი­და პა­სუ­ხი, რომ მი­მი­ღეს სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით".
რო­გორც სოფო ამ­ბობს, კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა ერთ წელ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 60 ათას დო­ლარს შე­ად­გენს, სწავ­ლა კი 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა. ახალ­გაზ­რდა ქარ­თველ მეც­ნი­ერს სწავ­ლა 83 ათა­სი დო­ლა­რით და­უ­ფი­ნანსდა, რა­შიც მგზავ­რო­ბა, ჯი­ბის ფული, სა­ცხოვ­რებ­ლის ხარ­ჯე­ბი და ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზღვე­ვა შე­დის და ამ და­ფი­ნან­სე­ბას სოფო კევ­ლიშ­ვი­ლი ყო­ველ­წლი­უ­რად სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბამ­დე მი­ი­ღებს.
კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­და ბიო-სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ჟი­ნე­რი­ით სო­ფომ გვი­პა­სუ­ხა, რომ ეს ორი მის­თვის საყ­ვა­რე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის კომ­ბი­ნა­ცი­აა.
"თვი­თონ ბიო-სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ჟი­ნე­რი­ას რაც შე­ე­ხე­ბა, პირ­ველ რიგ­ში ძა­ლი­ან მომ­წონ­და სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო და ვი­ცო­დი, რომ ამ სფე­როს უნდა გავ­ყო­ლო­დი, მაგ­რამ ინ­ჟი­ნე­რი­ა­ში ნაკ­ლე­ბი გა­მოც­დი­ლე­ბა მქონ­და. შარ­შან ჩა­ვე­წე­რე რო­ბო­ტი­კის გუნდში, გა­ვე­დით ოლიმ­პი­ა­და­ზე, Firs global ჰქვია ამ ოლიმ­პი­ა­დას და 186 ქვე­ყა­ნას შო­რის მე­სა­მე ად­გი­ლი ავი­ღეთ. ეგ იყო ძა­ლი­ან დიდი ბიძ­გი, რად­გან ინ­ჟი­ნე­რი­ა­ში პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა რო­ბო­ტი ვა­ნოს აწყო­ბა იყო, თან იმ­ხე­ლა ბიძ­გი იყო ეს მე­სა­მე ად­გი­ლი მივ­ხვდი, რომ სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო შე­მეძ­ლო და­მე­კავ­ში­რე­ბი­ნა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დი ამ პრო­ფე­სი­ა­ზე" - გვე­უბ­ნე­ბა სოფო კევ­ლიშ­ვი­ლი.
ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხის მი­ღე­ბის შემ­დეგ სოფო კევ­ლიშ­ვი­ლი სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას სა­მე­დი­ცი­ნო სკო­ლა­ში აპი­რებს, სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას ქი­რურ­გი­ა­ში ფიქ­რობს. ამ­ბობს რომ სა­ზღვარ­გა­რეთ სა­მუ­და­მოდ არ დარ­ჩე­ბა. სურს, რომ კარ­გი სას­წავ­ლო და სა­მუ­შაო პრაქ­ტი­კა მი­ი­ღოს და სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დეს. თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბიო-სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ჟი­ნე­რი­ის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოპ­ტი­მის­ტუ­რად გან­წყო­ბი­ლი არ არის და ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­სა­ბა­მი­სი რე­სურ­სე­ბი და და­ინ­ტე­რე­სე­ბა არ არის, რათა ბიო-სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ჟი­ნე­რი­ის სფე­რო­ში თა­ვი­სუფ­ლად მუ­შა­ო­ბა შეძ­ლოს.шаблоны для dle 11.2
Категории: სტატიები
Прокомментировать
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

Похожие видео: