ზამ­თარ­ში წო­ნა რომ არ მოვიმატოთ - რას გვირჩევს ენდოკრინოლოგი

18 декабрь 2018
в закладки
Описание Комментарии
ზამთარში წონის მა­ტე­ბას მარ­თლაც ბევ­რი უჩი­ვის. ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას განმარტებით, ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლია უმე­ტე­სად ბურ­ღუ­ლე­უ­ლის  გამო­ყე­ნე­ბას­თან, რად­გა­ნაც ადამიანები გა­და­დი­ან ნახ­შირ­წყლებ­ზე, კარ­ტო­ფილ­ზე, პუ­რე­ულ­ზე. "ამ პრო­დუქ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას უმე­ტე­სად ჩვე­ნი უდრო­ო­ბა იწ­ვევს, ვიდ­რე ვთქვათ, ცო­ცხა­ლი სა­ლა­თე­ბის, წვნი­ა­ნე­ბის მი­ღე­ბა. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ხილი, რო­გორც და­ნაყ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, არ ჰყოფნით, რა დრო­საც სა­ხა­მე­ბე­ლი - ცო­მე­უ­ლი, კარ­ტო­ფი­ლი ბევ­რად აქ­ტუ­ა­ლუ­რი ხდე­ბა. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს პი­რო­ბებ­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რია კონსერ­ვი­რე­ბუ­ლი საკ­ვები - ხილი და ბოსტნე­უ­ლი, მათი გა­მო­ყე­ნე­ბაც იწ­ვევს აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მას, წო­ნის მა­ტე­ბას, რად­გა­ნაც მას­ში დიდი რაოდე­ნო­ბით არის შა­ქა­რი, მა­რი­ლი და ცხი­მი", - აცხადებს ენდოკრინოლოგი.
ლაშა უჩავას თქმით, ზამთრისთვის შე­ნა­ხუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი წო­ნის მა­ტე­ბის­თვის ერთ-ერთი მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი ფაქ­ტო­რია. "იმი­სათ­ვის, რომ თან ჯან­მრთე­ლო­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, ორ­გა­ნიზ­მი ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სა და ვირუ­სე­ბი­სად­მი მდგრა­დი გავ­ხა­დოთ, გარ­და ამი­სა, ეს პრობ­ლე­მა წო­ნა­ზე არ აი­სა­ხოს, უმ­ჯო­ბე­სია,
ის პრო­დუქ­ტე­ბი მი­ვი­ღოთ, რაც ამ სე­ზონ­ზე გვაქვს. ბუ­ნე­ბა ძა­ლი­ან გვა­ნე­ბივ­რებს ასე­თი პრო­დუქ­ტე­ბით და სე­ზო­ნუ­რად გვაქვს ის ხილი და ბოსტნე­უ­ლი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, თუ რა­ცი­ონ­ში ამ პრო­დუქ­ტებს გა­მო­ვი­ყე­ნებთ, მით უმე­ტეს, ვი­ცით, რომ ზამთრის პე­რი­ო­დი, 7 იან­ვრამ­დე შო­ბის მარ­ხვა­საც მო­ი­ცავს. ამ დროს ხორ­ცის და რძის პრო­დუქ­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მმარ­ხვე­ლე­ბის­თვის აკრძალულია, თუმ­ცა ეს ერ­თგვა­რი გან­ტვირ­თვაც არის. ამას­თან, ამ ხი­ლის და ბოსტნე­უ­ლის მი­ღე­ბა უკვე მზა­დე­ბაა გა­ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის­თვის, რომ ორ­გა­ნიზ­მი ზა­ფხუ­ლის სე­ზონს მი­ნე­რა­ლე­ბი­თა და ვი­ტა­მი­ნე­ბით მდი­და­რი შეხ­ვდეს. ზამ­თრის კვე­ბა­ში ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ძირითა­დი რე­კო­მენ­და­ცია ციტ­რუ­სის, კომ­ბოს­ტოს და სტა­ფი­ლოს ჩარ­თვაა, რომ რო­გორც ყვე­ლა სე­ზონ­ზე, ზამ­თარ­შიც შე­ზღუ­დუ­ლი იყოს ცო­მე­უ­ლი და კარტოფი­ლი, რათა არ მოხ­დეს წო­ნის მა­ტე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ავ­ცდეთ ათას­გვარ ინ­ფექ­ცი­ას", - განმარტავს ენდოკრნოლოგი. ექიმის მიერ ზამთრისთვის შერჩეული დიეტის სანახავად გადადით шаблоны для dle 11.2
Категории: რჩევები
Прокомментировать
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

Похожие видео: