კახა კალაძე - იმ ხელისუფლების და იმ სახელმწიფოს დედა ვატირე, გრიგოლა ვაშაძე რომ გადატრიალებას დაუპირებს

18 декабрь 2018
в закладки
Описание Комментарии
იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და იმ სა­ხელ­მწი­ფოს დედა ვა­ტი­რე, გრი­გო­ლა ვა­შა­ძე რომ გა­დატ­რი­ა­ლე­ბას და­უ­პი­რებს - თვი­თონ იტ­რი­ა­ლონ სა­კუ­თარ ოჯა­ხებ­ში და სა­კუ­თარ სა­წო­ლებ­ში რამ­დე­ნიც უნ­დათ, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც გუ­შინ მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე და ოპო­ზი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბებ­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა.
კა­ლა­ძის შე­ფა­სე­ბით, ოპო­ზი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­სა­ცი­ლოა.
"გა­კოტ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბამ გა­ის­რო­ლა და გა­უშ­ვა პო­ლი­ტი­კურ ნა­გავ­საყ­რელ­ზე. მათი, ასე რომ ვთქვათ, დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სი­ახ­ლე არ არის. მთე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და ახ­ლაც ვის­მენ­დით იმას, რომ სურ­ვი­ლია ქვე­ყა­ნა­ში შე­მო­ი­ტა­ნონ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია, და­პი­რის­პი­რე­ბა. სა­უბ­რობ­დნენ დამ­ხო­ბა­ზე. ჯერ იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და იმ სა­ხელ­მწი­ფოს დედა ვა­ტი­რე, გრი­გოლ ვა­შა­ძე რომ გა­დატ­რი­ა­ლე­ბას და­უ­პი­რებს. თვი­თონ იტ­რი­ა­ლონ სა­კუ­თარ ოჯა­ხებ­ში და სა­კუ­თარ სა­წო­ლებ­ში, რამ­დე­ნიც უნ­დათ. სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებს შე­ეშ­ვან და თავი გა­ა­ნე­ბონ, თო­რემ ყვე­ლას მო­უ­წევს პა­სუ­ხის­გე­ბა იმ ქმე­დე­ბებ­ზე, ვინც კა­ნო­ნის წი­ნა­აღ­მდეგ წავა", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.шаблоны для dle 11.2
Категории: პოლიტიკა
Прокомментировать
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

Похожие видео: