"პირველი ქალი პრეზიდენტი კავკასიაში" - როგორ ეხმაურებიან რუსული მედია და ინტერნეტმომხმარებლები სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას

18 декабрь 2018
в закладки
Описание Комментарии
"სა­ა­კაშ­ვი­ლის გეგ­მე­ბი ჩა­ი­შა­ლა - სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­და" - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას და სი­უ­ჟეტს რუ­სუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია mir24.tv და დას­ძენს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი თე­ლავ­ში ჩას­ვლა­სა და ინა­უ­გუ­რა­ცი­ის ჩაშ­ლას შე­ე­ცად­ნენ, თუმ­ცა, არ გა­მო­უ­ვი­დათ. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტი ქვეყ­ნის დრო­შის ფე­რებ­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი.

ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა ТАСС ასე­ვე იმა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლი ქალი პრე­ზი­დენ­ტი. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ინა­უ­გუ­რა­ცია ერეკ­ლე II-ის სა­სახ­ლე­ში, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.
"ცე­რე­მო­ნი­ა­ში 1800-ზე მეტი ად­გი­ლობ­რი­ვი და უცხო­ე­ლი სტუ­მა­რი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, მათ შო­რის იყო - 55 ქვეყ­ნის დე­ლე­გა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. საფ­რან­გე­თის დე­ლე­გა­ცი­ას (ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი და­ი­ბა­და, გა­ი­ზარ­და და 30 წელი მუ­შა­ობ­და საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში) ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ნი­კო­ლა სარ­კო­ზი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და", - წერს ТАСС.
გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ზო­გა­დად, სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში (და არა მხო­ლოდ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში), “პირ­ველ­მა ქალ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, თა­ვის გა­მოს­ვლა­ში აქ­ცენ­ტე­ბი ნატო-სა და ევ­რო­კავ­შირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა­ზე, ასე­ვე, ამე­რი­კას­თან სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კი­დევ უფრო გან­ვი­თა­რე­ბა­ზე გა­ა­კე­თა. მან სიმ­ბო­ლუ­რი უწო­და იმას, რომ ის 1921 წელს ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლია...
ცე­რე­მო­ნი­ას ეს­წრე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს 85 წლის პატ­რი­არ­ქი ილია II, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გე­ლობს და ზო­გა­დად, მისი მო­რა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რა ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის­თვის ძა­ლი­ან ბევრ ნიშ­ნავს", - ვკი­თხუ­ლობთ გა­მო­ცე­მა­ის სტა­ტი­ა­ში.
რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცით, ინა­უ­გუ­რა­ცი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი დე­ტა­ლე­ბი­დან ჯერ ბევ­რი რამ არ არის ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა, არ­სე­ბობს ვერ­სი­ე­ბი, რომ სარ­კო­ზი ზუ­რა­ბიშ­ვილს მხარ­და­ჭე­რას შეჰ­პირ­და საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენტ ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­თან, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ბერ­ლინ­ში, პა­რიზ­სა და ბრი­უ­სელ­ში ვი­ზი­ტე­ბი­სას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა...
"ახლა კი ალ­ბათ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, მან ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შე­ი­ტა­ნოს სიმ­შვი­დე და ერ­თი­ა­ნო­ბა, რად­გან მისი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი გრი­გოლ ვა­შა­ძე და მისი მომ­ხრე­ე­ბი ზუ­რა­ბიშ­ვილს პრე­ზი­დენ­ტად არ აღი­ა­რე­ბენ..." - წერს ТАСС.
"მო­ლო­დი­ნი, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი რუ­სეთ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სი­კე­თო ძვრებს შე­მო­ი­ტან­და, ჯერ­ჯე­რო­ბით არ მარ­თლდე­ბა - მან უკვე გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სეთ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე არას­დროს უსა­უბ­რია და სა­ქარ­თვე­ლო, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში არ არის მზად რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სხვა ეტაპ­ზე გა­და­ვი­დეს..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა РБК.ru.
Газета.Ru-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ ინა­უ­გუ­რა­ცი­ას რუ­სე­თის დუ­მის დე­პუ­ტა­ტი ალექ­სან­დრე პუშ­კო­ვი გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "სა­ქარ­თვე­ლო ასე­თი ხელ­მძღვნე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში რუ­სე­თის­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი ვერ გახ­დე­ბა..."
სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალი პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვას რუ­სე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­შიც აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­უ­რე­ბი­ან:
"მე 25 წლის ვარ, ჩვენ პუ­ტი­ნი გვყავს მე­ფედ, რაც თავი მახ­სოვს და ზუს­ტად ვიცი, რომ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წელი კი­დევ გვე­ყო­ლე­ბა... ყო­ჩაღ სა­ქარ­თვე­ლო! შე­საძ­ლოა, ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ქვეყ­ნის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში რამე გარ­და­ტე­ხის შე­ტა­ნა ვერ შეძ­ლოს, მაგ­რამ სი­ახ­ლე, რო­მე­ლიც ჩვენ ასე გვაკ­ლია, ყო­ველ­თვის კარ­გია," - წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ალექ­სეი გუ­სე­ვი.
"სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ზე არა­ფერს ვამ­ბობ, სა­დაც ქალს ჯერ კი­დევ აზი­ურ ტრა­დი­ცი­ებ­ში აცხოვ­რე­ბენ, ვინ­მეს ქალი მმარ­თვე­ლი წარ­მო­უდ­გე­ნია? მა­გა­ლი­თად, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, არ მგო­ნია ქალი მმარ­თვე­ლი გახ­დეს, თუმ­ცა, სომ­ხე­თი ამ ბოლო დროს გა­აქ­ტი­ურ­და და ძა­ლი­ან ბა­ძავს სა­ქარ­თვე­ლოს. ფა­ში­ნი­ან­ზე ბევ­რი რამ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი და იქ ქა­ლე­ბის მი­მართ ბევ­რად ლო­ი­ა­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, ვიდ­რე და­ნარ­ჩენ კავ­კა­სი­ა­ში, მაგ­რამ ქალი მმარ­თვე­ლად ჯერ ად­რეა მათ­თვის - ფა­ში­ნი­ან­მა ჯერ რუ­სე­თის კლან­ჭე­ბის­გან უნდა და­იხ­სნას ქვე­ყა­ნა, ოღონდ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად... ვნა­ხოთ, რა გა­მო­უ­ვა" - წერს ჯუ­ლია მუ­ხი­ნა.шаблоны для dle 11.2
Категории: მსოფლიო
Прокомментировать
Кликните на изображение чтобы обновить код, если он неразборчив

Похожие видео: